- პროექტზე დაფუძნებული სწავლება, რომელიც უახლესი მეთოდია ჩვენი განათლების სისტემაში, მოსწავლეს უვითარებს 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს, ეს არის მაღალი დონის სააზროვნო უნარები, რის შედეგადაც გაიზრდება მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.
- ბლოგების შექმნა და მათი საიტზე განთავსება საშუალებას მისცემს მასწავლებლებს გაეცნონ ერთმანეთის ნამუშევრებს, რაც ხელს შეუწყობს ასევე მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.
- ასევე მასწავლებელიც გაეცნობა მოსწავლის ბლოგს, მათ ნამუშევრებს და დააკვირდება მათ შემდგომ წინსვლას და განვითარებას , ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჩართულობას სასწავლო პროცესში.
ტრენინგი მართლაც საინტერესო და ძალზედ პროდუქტიულია ჩემთვის, ისევე როგორც ყველასათვის, სულ სხვა კუთხით დამანახა ყველაფერი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება ჩემს მუშაობაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთის დაუღალავი შრომისთვის.