Sunday, June 29, 2014

ტრენინგის შეჯამება

      დასრულდა ინტელის სასწავლო კურსი, რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ კურსის გავლა და რა მიმართულებით არის კურსი საინტერესო და ნაყოფიერი:

  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება, რომელიც უახლესი მეთოდია ჩვენი განათლების სისტემაში, მოსწავლეს უვითარებს 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს, ეს არის მაღალი დონის სააზროვნო უნარები, რის შედეგადაც გაიზრდება მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.
  • ბლოგების შექმნა და მათი საიტზე განთავსება საშუალებას მისცემს მასწავლებლებს გაეცნონ ერთმანეთის ნამუშევრებს, რაც ხელს შეუწყობს ასევე მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.
  • ასევე მასწავლებელიც გაეცნობა მოსწავლის ბლოგს, მათ ნამუშევრებს და დააკვირდება მათ შემდგომ წინსვლას და განვითარებას , ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჩართულობას სასწავლო პროცესში.
 ტრენინგი მართლაც საინტერესო და ძალზედ პროდუქტიულია ჩემთვის, ისევე როგორც ყველასათვის, სულ სხვა კუთხით დამანახა ყველაფერი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება ჩემს  მუშაობაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთის დაუღალავი შრომისთვის.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღევანდელი დღე ინტელის კურსის ბოლო დღე გახლავთ, გადავხედეთ პორთფოლიოს, შემდეგ მიმოვიხილეთ youtube-ვიდეოფაილების საცავი, youtube-ში ატვირთული ვიდეოს ბლოგში გადატანა,ვიდეოს ატვირთვა და გადმოწერა, ამ ყველაფერს გამოვიყენებ ჩემს მუშაობაში.ამის შემდეგ ტრენინგში მონაწილე მასწავლებლებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტები  და გავაკეთეთ მათი პრეზენტაცია  და ერთმანეთისაგან მივიღეთ მეგობრული რჩევები. ბოლოს დავწერეთ მეცხრე დღის რეფლექსია. 

Saturday, June 28, 2014

ტრენინგის მერვე დღე

კურსის მერვე დღე დავიწყეთ გამეორებით, რაც საშუალებას გვაძლევს განვამტკიცოთ ნასწავლი მასალა. შევქმენით ფასილიტაციის რესურსები, გადავხედეთ ჩვენს პორთფოლიოს და მოვახდინეთ მისი რედაქტირება.შემდეგ პროექტის პორთფოლიო გადავიტანეტ ბლოგზე, ვისწავლეტ სიის გაჯეტი. ბოლოს დავწერეთ მერვე დღის რეფლექსია.

Monday, June 23, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

ინტელის კურსის მეშვიდე დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები
1. გამეორება
2.ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება
3.ბლოგზე გვერდების დამატება
4.პროექტის გეგმაზე მუშაობა

წინა მასალის გამეორების შემდეგ ჩვენს ვიუერში განვიხილეთ მოდული 6. აქტივობა1. რომელიც გვეხმარება თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის შესაძლებლობები პროექტზე მუშაობისას, თუ როგორ ვაძლევტ მათ ინდივიდუალურ დავალებებს. ასევე ვისწავლეთ ბლოგში გვერდების დამატება. დავასრულეთ ჩვენს პროექტის გეგმაზე მუშაობა.

Sunday, June 22, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით, ამის შემდგომ ვნახეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასების ნიმუშები, რომლებიც მოცემულია ვიუერის მეხუთე მოდულში. ეს შეფასებები მოიცავს თანამშრომლობით შეფასებას, ერთობლივი მუშაობის შეფასება და ა. შ. შემდეგ პაუერ-პოინტში შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში,რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე.  გადავხედეთ პროექტის გეგმას, ბოლოს დავწერეთ ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია.

Saturday, June 21, 2014

ტრენინგიდ მეხუთე დღე

ინტელის კურსის მეხუთე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, შემდეგ ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, რომელსაც ვიყენებთ პროექტზე მუშაობის დროს, ეს არის ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებულ ლიტერატურაზე ვებ-გვერდის მისამართი და რა ვნახე ამ ვებ- გვერდზე. ამის შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგზე და შევქმენით მოსწავლის პროექტის ნიმუში, ვისწავლეთ გაჯეტები- სურათის, გამოკითხვის და HTML-ის გაჯეტები. სულ მაინტერესებდა ხოლმე  თუ როგორ ხდება გაჯეტების ჩასმა და ეს დღეც როგორც სხვა დანარჩენი ძალზედ საინტერესო და ბევრის მომცემი იყო ჩემთვის რისთვისაც უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთის.

Sunday, June 8, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ უკვე ნასწავლი მასალა, შემდეგ დავიწყეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა, ვნახეთ შეფასების სქემები და განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. ამის შემდეგ ეს ყველაფერი მოვარგე ჩემს პროექტს. მოვამზადეთ პროექტის პრეზენტაცია ჩვენი გეგმის მიხედვით, გავიხსენეთ ანიმაციები და ფონები, შემდეგ ეს პრეზენტაცია გადავიტანეთ  ჩვენს ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ. ჩვენი მეგობრების ბლოგზე გავაკეთეთ კომენტარები. ბოლოს დავწერეთ მეოთხე დღის რეფლექსია.

Saturday, June 7, 2014

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე
მესამე დღეც უკვე ნასწავლი მასალის გამეორებით დავიწყეთ, შემდეგ  გავეცანით თუ როგორ ხდება ინტელის სასწავლო კურსის პროექტის გეგმაზე მუშაობა, დავადგინეთ ჩვენი პროექტის სტანდარტი, განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები, ასევე შევადგინეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, დასასრულს გავიხსენეთ ბლოგის სათაურის შეცვლა, წაშლა-აღდგენა და მისამართების დაკავშირება.

Sunday, June 1, 2014

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე საშინაო დავალებით დავიწყეთ, მიმოვიხილეთ პროექტები. გავიმეორეთ ვიუერი, ტექსტურ რედაქტორში ვისწავლეთ ბუკლეტისათვის საჭირო ინსტრუმენტები, შემდეგ ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება და ვიმუშავეთ  ბლოგზე.  დასასრულს გავეცანით თუ როგორ ხდება სურათის ჩასმა ბლოგში . კურსის მეორე დღე, ისევე როგორც პირველი, საინტერესო და ბევრის მომცემი იყო .  

Saturday, May 31, 2014

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღე მონაწილეების გაცნობით დაიწყო. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, გავეცანით კურსის სახელმძღვანელოს და კურსის ძირითად მიზნებს, ასევე განვიხილეთ კურსის რესურსები. ვნახეთ ინტელის მიერ შექმნილი ვიდეოკლიპი ,,ხიდი მომავლისკენ". შევქმენით პორთფოლიოს საქაღალდეები.